|
2018-02-18 17:55:33, 3078 ნახვა
მსოფლიო
კიევის 6 მეტროსადგურიდან ასაფეთქებელი ნივთიერება არცერთში არ აღმოჩნდა
კიევის 6 მეტროსადგურიდან ასაფეთქებელი ნივთიერება არცერთში არ აღმოჩნდა. "სადგურები შემოწმდა. არ აღმოჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება. მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა" - ნათქვამია კიევის მეტროს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კიევის 6 მეტროში ევაკუაცია გამოცხადდა. კიევის პოლიციის ცნობით, მათთან დანაღმვის შესახებ შევიდა ინფორმაცია. ამის გამო, „უნივერსიტეტის“, „თეატრალურის“, „ხრეშატიკის“, „დამოუკიდებლობის მოედნის“, „ლევ ტოლსტოის“ და „ზალატიე ვაროტას“ სადგურები დახურულია. აღნიშნული მეტროსადგურებიდან მოქალაქეები გაიყვანეს. კიევში დღეს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ქალაქში რამდენიმე მიტინგი იმართება. ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და სხვა ოპოზიციური ძალები პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით, კიევის ქუჩებში მარშს მართავენ. https://twitter.com/kyivmetroalerts/status/965187397511254021
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)