18:01 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 15:00:32, 2457 ნახვა

მსოფლიო
კიევში პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარში მიმდინარეობს

კიევში პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით ოპოზიციის მომხრეთა მარში მიმდინარეობს.

აქციაზე, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების გარდა  სხვადასხვა ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერებიც იმყოფებიან. 

მთავარი მოთხოვნა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტია. ისინი სააკაშვილის  ქვეყნიდან გაძევებას აპროტესტებენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

მარშის გამო, კიევის ცენტრში რამდენიმე ქუჩაა გადაკეტილი. ჩაიკეტა ცენტრისკენ მისასვლელი რამდენიმე მეტროსადგური.

ხელისუფლების  განცხადებით,  დაკეტილი მეტროსადგურები შესაძლოა დანაღმულია და მათი შემოწმება მიმდინარეობს. 

თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ხელს უშლის, რათა მათ აქციაზე მოსვლა შეძლონ. 

მარში შევჩენკოს პარკიდან უნდა დაწყებულიყო და მაიდანზე აქციით გაგრძელებულიყო, თუმცა მეტროსადგურების ბლოკირების გამო, ორგანიზატორებმა აქციის ჩატარების ადგილი შეცვალეს და მხარდამჭერებს მიხაილოვის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდეს.

უკრაინიდან გაძევების მიუხედავად, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე უარი არ თქვა. 

ორი კვირის წინ გამართულ მარშზე მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმი წაუყენა, რომ ის 18 თებერვლამდე გადამდგარიყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics