|
2018-02-18 11:56:40, 2234 ნახვა
მსოფლიო
ფლორიდაში სტუდენტებმა იარაღზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვეს
ფლორიდაში სტუდენტებმა იარაღზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვეს. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციაში ის მოზარდებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ფლორიდის სკოლაზე თავდასხმას გადაურჩნენ. “სირცხვილია” – სკანდირებდნენ დემონსტრანტები. ახალგაზრდებმა აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკოსები “მსროლელთა ეროვნული ასოციაციისგან” შემოწირულობის მიღების გამო მკაცრად გააკრიტიკეს. აშშ-ის პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს Twitter-ით გამოეხმაურა და იარაღზე კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონის მიღების გაჭიანურებაში დემოკრატები დაადანაშაულა. პარკლენდის სკოლაში სროლას 17 სტუდენტი ემსხვერპლა. დამნაშავე 19 წლის ნიკოლას კრუზმა თავდასხმის მოწყობა აღიარა. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა. ფლორიდის გუბერნატორმა FBI-ს ხელმძღვანელს გადადგომისკენ მოუწოდა, რადგან FBI-ის დირექტორს კრისტოფერ რეის, არასრულწლოვან ნიკოლას კრუზის ზრახვების შესახებ, თავდასხმა მოეწყო სკოლაზე, ინფორმაცია ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)