|
2018-02-17 15:54:39, 2624 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი: რუსეთისგან საფრთხის არსებობის შესახებ მსოფლიო ლიდერების განცხადებები საღ აზრს მოკლებულია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეფასებით, რუსეთის მხრიდან საფრთხის არსებობის შესახებ მსოფლიო ლიდერების განცხადებები ირაციონალურია. ამის შესახებ ლავროვმა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. როგორც ლავროვმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის ბრალდებები აზრს მოკლებულია და მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნებს რუსეთის არ ესმით. "ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირმა ვერ შეძლო "ოქროს შუალედის" პოვნა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. 1990-იან წლებში არსებობდა მოსაზრება, რომ რუსეთი დასავლურ აზროვნებაზე და სტანდარტებზე უნდა გადმოებირებინათ. ამ ეტაპზე პოპულარულია ირაციონალური მითი "რუსეთის ყოვლისშემძლე საშიშროების" შესახებ, რის კვალსაც ყველგან ეძებენ - დაწყებული Brexit-ით დამთავრებული კატალონიის რეფერენდუმით. ორივე სტერეოტიპი მხოლოდ შეცდომაა, არის საღ აზრს მოკლებული და მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი არ ესმით", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)