03:10 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 15:16:36, 1708 ნახვა

კომენტარი
იზორია: ჩვენი მისწრაფება, ქვეყანა გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, აშშ-ის მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი

„ბატონმა მატისმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ წარმატებულ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით მიმდინარეობს, ასევე ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა მიუნხენისუსაფრთხოების 54-ეკონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, საქართველოს მისწრაფება, გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და სუვერენიტეტის დაცვა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად მხარდაჭერილი იქნება.

მისივე თქმით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები  თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

„ნდობის განსაკუთრებული ხარისხი არსებობს, რისი კონკრეტული გამოხატულებაა ჯაველინების სისტემის გადაცემა საქართველოსთვის, ყველაზე ამბიციური პროექტის განხორციელება და ყველაზე ამბიციური ფინანსური დახმარება, რომელსაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან წელს მიიღებს“, - განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა შეხვედრაზე მკაფიოდ განაცხადა, რომ შემდგომში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ხარისხში გადავა და კიდევ უფრო მეტადი ქნება მხარდაჭერილი.

ამასთან, იზორიამ აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას სამაგალითო დინამიკა აქვს ყველა მიმართულებით და მათ შორის თავდაცვის სფეროში, რომელიც შემდგომში მხოლოდ გაღრმავდება და გაფართოვდება.

„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში. საქართველო არასდროს იქნება მარტო. საქართველო ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი ჩვენი მთავარი სტარტეგიული პარტნიორის მხრიდან, მათ შორის საერთო საფრთხეებთან გაკლავების თვასლაზრისით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics