18:01 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 13:46:46, 2408 ნახვა

მსოფლიო
დუმის დეპუტატი: აშშ-ში ჩვენი მოქალაქეებისთვის ბრალის წარდგენა, კრიმინალური კომედიიდანაა სახელწოდებით „პუტინის 13 მეგობარი“

სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი რუსეთის 13 მოქალაქის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ბრალდებას გამოეხმაურა და მას ბოდვა უწოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული ბრალდება დასავლეთში არსებული ანტირუსული ისტერიაა.

"რუსეთის 13 მოქალაქის მიმართ გაჟღერებული ბრალდება, რომელიც თითქოს და, აშშ-ის არჩევნებში ჩარევას ეხება, ანტირუსული კამპანიის ნაწილია, რომელცი დასავლეთში ყვავის. ეს არის სისულელე და ბოდვას გავს. როგორც შეეძლო 13 ადამიანს ექონია გავლენა 300 მილიონ ადამიანზე, რომლებმაც საკუთარი აზრი დააფიქსირეს, როგორ შეძლეს მილიარდი დოლარის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც არჩევნებში იყო ჩადებული?! ისტორია, ალბათ, ჰოლივუდის კრიმინალური კომედიიდან არის პერიფრაზირებული სახელწოდებით - „პუტინის 13 მეგობარი", - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ 16 ტებერვალს რუსეთის 13 მოქალაქეს აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევის გამო, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics