|
2018-02-17 12:56:52, 672 ნახვა
რეგიონი
დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბათუმში კორპუსები შენდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 26 მარტს დაიწყება და 25 აპრილამდე გაგრძელდება. განაცხადის შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ: • თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი - თამარაშვილის ქ. N15ა; • ბათუმი, ქალაქის მერიის შენობა - ასათიანის ქ. N25 (26 მარტიდან - 1 აპრილამდე). • ქუთაისი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - აბაშიძის გამზ. N27; • ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - ხუბულავას ქ. N6. "ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯი2ბილდინგი“ აწარმოებს. მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. აჭარის მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სვხდასხვა სახის დახმარებას უწევს. კერძოდ, 2017 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 198 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება 2 966 981 ლარის ოდენობით. 72 ეკომიგრანტ ოჯახს გადეცა საცხოვრებელი ფართი, ხულოს მუნიციპალიტეტ, სოფელ ვაშლოვანში მდებარე სოციალურ სახლში. 58 ეკომიგრანტ ოჯახს გადეცა საცხოვრებელი ფართი, თამარის დასახლება, N-29 მიმდებარედ არსებული სოციალური სახლში. ☑️ „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში საცხოვრებელი ფართები შეიძინა 111 ოჯახმა. 2018 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 8 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება 79 169 ლარის ოდენობით. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში საცხოვრებელი ფართები შეიძინა 9 ოჯახმა“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
(NS)
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
საია: ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)