|
2018-02-16 19:17:20, 2210 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილის ადვოკატებმა უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა, ევროპის ადამიანთა უფლებათა დაცვის სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ადვოკატ რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, უკრაინის მთავრობა მიმდინარე პროცედურებს არ დაელოდა და სააკაშვილი ქვეყნიდან უკანონოდ გააძევა. „ხელისუფლებამ სააკაშვილს საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება არ მისცა. მას შესაძლებლობა წაართვა მოქალაქეობა დაებრუნებინა და დამატებით დაცვაც მიეღო და მსგავსი ცინიკური მეთოდებით უკრაინიდან გააძევა. ამ ყველაფერს ჩვენ გავასაჩივრებთ. დოკუმენტი უკვე გაგზავნილია. თუმცა ჩვენ მშვიდად არ დაველოდებით პროცესებს. ყველანაირად ვეცდებით სამართლიანობა აღვადგინოთ“,- განაცხადა ჩერნოლუცკომ. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ამ დროისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰოლანდიაში იმყოფება. როგორც ის აცხადებს, ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)