|
2018-02-16 18:34:37, 2183 ნახვა
მსოფლიო
აშშ ევროპაში სამხედრო კომპონენტს აფართოებს
აშშ-ი ევროპაში სამხედრო კომპონენტს აფართოებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი ზრდის როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამხედრო აღჭურვილობის რაოდენობას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ-ი ნატო-ს ერთგულია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბრიუსელს მოსკოვთან ახალი ცივი ომი და გამალებულ შეიარაღებაში ჩართვა არ სურს და დიალოგის მომხრეა. მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია სამი დღის განმავლობაში, 16-18 თებერვალს გაიმართება. კონფერენციაში ქართული დელეგაციაც მონაწილეობს. მას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)