|
2018-02-16 18:12:08, 1638 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩემი პირადი პოზიციაა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტო უნდა დავძლიოთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მომხრეა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე იქნება მიღებული. “ყველა ვხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ პოლიტიკურ შტურმს. ამას რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარებას თუ გავაუმჯობესებთ, თორემ იქ ვითარების გაუარესება შეუძლებელია. წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაზე, რომ ნულოვანი რეიტინგი დაწერილიყო და ამას ყველა გულგრილად უყურებდა, მათ შორის ის ადამიანები, რომლებსაც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შტურმი მიტანილი აქვთ. გვინდა, ჩვენი მოქალაქეების ფული, ათეულობით მილიონი მიზნობრივად დაიხარჯოს და იმას მოემსახუროს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა შეინარჩუნოს შეიძინოს. ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება. ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება სწორედ ეს ცვლილებებია. ამ თემაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ დღეს ჩემი არგუმენტების სისწორეში დავრწმუნდი. ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, რომ იმ ცვლილებების შედეგად კერძო მაუწყებლებს ზიანი არ მიადგებათ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე ვეტო დავძლიოთ და თავდაპირველი კანონპროექტი უნდა მივიღოთ, თუმცა საკითხზე უმრავლესობის ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ”, – განაცხადა კობახიძემ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)