|
2018-02-16 15:22:19, 1502 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი „BP“-ის რეგიონალურ პრეზიდენტს გარი ჯონსს შეხვდა
სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კორპორაცია „BP“-ის რეგიონალურ პრეზიდენტს გარი ჯონსს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროპის ბაზრისთვის კასპიის ნახშირწყალბადების მიწოდების სამხრეთის კორიდორის განვითარების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოზე გადის, აგრეთვე სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე, რომლითაც აზერბაიჯანიდან თურქეთში შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა „BP“-ის საქმიანობა საქართველოში. ყურადღება გამახვილდა იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომელთაც „BP“-ი ახორციელებს საქართველოში. აღინიშნა, რომ აღნიშნული პროექტების რეალიზება არა მხოლოდ ზრდის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ამოქმედებას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთელი რეგიონისათვის, პირველ რიგში კი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთისთვის, ასევე ევროკავშირის გაზმომომარაგების დივერსიფიკაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების კუთხით. "სამხრეთის გაზის კორიდორით“ საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მონაწილეობა, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა, გაზრდის მის როლს საერთაშორისო მასშტაბით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.
(NS)
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)