|
2018-02-15 16:26:55, 2377 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში შესაძლოა YouTube-ი და Instagram-ი დაბლოკონ
რუსეთში ინტერნეტპროვაიდერებმა შესაძლოა YouTube-ი და Instagram-ი დაბლოკონ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სოციალური ქსელების შესაძლო დაბლოკვის მიზეზად რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკასა და ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაპირისპირება სახელდება. კერძოდ კი, ნავალნიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა საგამოძიებო ვიდეო, სადაც ის ოლიგარქ დერიპასკას მიერ განხორციელებულ კორუმპირებულ ქმედებებზე საუბრობს. მედიის ცნობით, რუსეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ვიდეოთი ოლიგარქის პირადი ცხოვრების უფლება ირღვეოდა, რის გამოც ალექსეი ნავალნის ვიდეოს წაშლა დაევალა. აღსანიშნავია, რომ ნავალნიმ YouTube-დან და Instagram-დან ვიდეოს წაშლაზე უარი განაცხადა. იმ შემთხვევაში თუ ნავალნი ვიდეოებს არ წაშლის, ხოლო კომპანიები მათზე წვდომას არ შეზღუდავენ, რუსეთის ინტერნეტპროვაიდერები არხებზე წვდომას დაბლოკავენ, რადგან კონკრეტული კონტენტის დაბლოკვის უფლება მათ არ აქვთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)