|
2018-02-15 16:02:52, 2462 ნახვა
მსოფლიო
ფლორიდელი თავდამსხმელი Instagram-ზე იარაღის ფოტოებს აქვეყნებდა და მუსლიმებს დასცინოდა
პირი, რომელმაც ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლი გახსნა, საკუთარ Instagram-ზე აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც მას ხელში იარაღი და დანა უჭირავს, - ამის შესახებ New York Post იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 19 წლის ნიკოლას კრუზი სოციალურ ქსელში წერდა, რომ სროლა "ჯგუფური თერაპიაა". მედიის ცნობით, ის მუსლიმებს დასცინოდა და მათზე ნეგატიურ კონტექსტში ხუმრობდა. New York Post-ი წერს, რომ ფოტოების დიდ ნაწილში მას შავი მაისური აცვია და სახე ნახევრად დაფარული აქვს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდში მდებარე სკოლაში 19 წლის ნიკოლას კრუსმა სროლა ატეხა. თავდაპირველად კრუზმა ცეცხლი სკოლის ეზოში გახსნა, რა დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა. შემდეგ თავდამსხმელი სკოლაში შეიჭრა, განგაში ჩართო და დერეფანში გამოსულ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით თავდასხმის დროს 17 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 3 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ნიკოლას კრუზი ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)