17:34 - 24 May, 2026
|
2018-02-15 12:00:10, 2108 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ჰაკერული თავდასხმის გამო, რუსეთის ორი მოქალაქე დააპატიმრეს
ნიუ-ჯერსის შტატის ფედერალურმა სასამართლომ, რუსეთის ორი მოქალაქე ჰაკერული თავდასხმის განხორციელებაში დამნაშავედ სცნო, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 37 წლის ვლადიმერ დრინკმანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მისი თანაშემწე დიმიტრი სმილიანეცს 4 წელი, თუმცა მან წინასწარ პატიმრობაში სასჯელი უკვე მოიხადა. მედიის ცნობით, დინკმანი და სმილიანეცი ნიდერლანდებში 2012 წელს დააკავეს და 2015 წელს ამერიკაში მათი ექსტრადირება მოხდა. ცნობისთვის, ამერიკაში მათ 2005-2012 წლებში მსხვილ ფინანსურ კომპანიებზე, მათ შორის Nasdaq, 7-Eleven, Carrefour და JC Penney-ზე ჰაკერულ თავდასხმაში წაუყენეს ბრალი. მათ 160 მილიონი საკრედიტო ბარათის მონაცემები მოიპარეს. ჰაკერების მიერ მიყენებული ზარალი 300 მილიონ დოლარად შეფასდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)