|
2018-02-14 09:28:21, 2187 ნახვა
მსოფლიო
კიევში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს - მათ 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ
კიევის პროკურატურა საქართველოს 4 მოქალაქეს შეიარაღებულ თავდასხმებსა და ფულის დიდი ოდენობით გატაცებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა განთავსებული. „საქართველოს 4 მოქალაქისგან შემდგარ შეიარაღებული დაჯგუფება ეჭვმიტანილია ყაჩაღურ თავდასხმებში, რომლებიც კიევში გასულ წელს მოხდა. ეჭვმიტანილები თავს დაესხნენ მოქალაქეებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით თანხა გადაჰქონდათ. მათ 8 მილიონი გრივენი წაართვეს“,- წერია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილები უკვე დაკავებულნი არიან. პროკურატურის ცნობით, ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები, კავშირგაბმულობის საშუალებები, რადიოსადგურები, ელიტური სატრანსპორტო საშუალებები და ავტომობილების სანომრე ნიშნები ამოიღეს. დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15-წლიანი პატიმრობა ელით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)