|
2018-02-13 14:35:32, 2426 ნახვა
მსოფლიო
„უკრაინაში დაბრუნების ხერხს მოვნახავ“ - სააკაშვილი ვარშავაში პრესკონფერენციას გამართავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში პრესკონფერენციას გამართავს, - ამის შესახებ NewsOne იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიტიკოსის პრესკონფერენცია თბილისის დროით 16:00 საათზეა დაგეგმილი. მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას აპირებს. "რა თქმა უნდა მე უკრაინაში დავბრუნდები და აუცილებლად მოვნახავ ხერხს, რომ ეს გავაკეთო", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში. მისივე თქმით, ის უკრაინაში ლეგალური გზით დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)