|
2018-02-13 11:03:49, 2371 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურატურა - გაძევების მიუხედავად, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება გაგრძელდება
უკრაინიდან გაძევების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გაგრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგენმა „უნიანს“ განუცხადა. მისი თქმით, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაცია გენერალური პროკურატურისთვის მოულოდნელი იყო, რადგან მესაზღვრეებმა უწყება არ გააფრთხილეს. კითხვაზე, თუ როგორ გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი უკრაინაში აღარ იმყოფება, სარგანმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით უწყებაში უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდებიან. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ კაფეში დააკავეს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა იგი პოლონეთის ტერიტორიაზე გააძევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)