|
2018-02-12 17:48:08, 1564 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი ხაბეიშვილის განცხადებაზე: უზნეოს უზნეობა ელანდებოდაო, მგონი, ამასთან გვაქვს საქმე
„უზნეოს უზნეობა ელანდებოდაო - მემგონი ამასთან გაქვს საქმე“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გიორგი კვირიკაშვილს დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მამამ 50 000 დოლარი აჩუქა, ხოლო პრემიერს 200 ათას ლარზე მეტი კრედიტი აქვს დაფარული, როცა მისი ოჯახის შემოსავალი 80 ათას ლარზე ცოტა მეტია. ხაბეიშვილის თქმით, დეკლარაციაში ასახული შეუსაბამო ციფრები, სავარაუდოდ, ,,შავი ფულის“ გათეთრებაზე მიუთითებს. ვოლსკის განმარტებით, გიორგი კვირიკაშვილის მამა საკმაოდ სერიოზული ბიზნესითაა დაკავებული და არ არის ადამიანი, რომლის შემოსავალიც მხოლოდ პენსიაა. უფრო მეტიც, ვოლსკის თქმით, კვირიკაშვილის მამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ახორციელებდა ეკონომიკურ პროექტებს: „არ ვიცი, ვინ არის ლევან ხაბეიშვილი, მაგრამ ფაქტი ერთია, რაც მემგონი, ლევან ხაბეიშვილმაც და სხვებმაც ძალიან კარგად იციან, რომ გიორგი კვირიკაშვილის მამა დიდია ხანია სოფლის მეურნეობაში დაკავებულია საკმაოდ სერიოზული ბიზნესით, ბევრი ხალხი ჰყავს დასაქმებული და არ არის ადამიანი, ვისაც მხოლოდ პენსია აქვს. ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნება“ არც იყო ხელისუფლებაში, როდესაც ის საკმაოდ მძლავრად იდგა ფეხზე და ეკონომიკურ პროექტს ახორციელებდა. მაინც ასე მგონია, რომ უზნეოს უზნეობა ელანდებოდაო - მემგონი ამასთან გაქვს საქმე“,-აღნიშნა ვოლსკიმ.
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)