|
2018-02-12 17:44:30, 2137 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: სააკაშვილის გაძევება შესაძლებელია, თუმცა მე ეს არ მინდა
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გაძევება შესაძლებელია, თუმცა მას ეს არ სურს. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, სააკაშვილი არ არის უკრაინელი პოლიტიკოსი, რადგან მას ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. "სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე. ის ასევე არ არის უკრაინელი პოლიტიკოსი, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, საამისოდ ის უკრაინის მოქალაქე უნდა იყოს. მან დაარღვია უკრაინაში კანონი. ის საქართველოში გაასამართლეს. ჩემს მოვალეობებში არ შედის იმის გადაწყვეტა, თუ რა მოუვა მას. მისი გაძევება შესაძლებელია, თუმცა მე ეს არ მინდა. სააკაშვილის ექსტრადირების საკითხით სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახური უნდა დაკავდეს. არ მინდა ამაზე რაიმე გავლენა მქონდეს", - განაცხადა პოროშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)