|
2018-02-12 17:25:38, 1590 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - მუხთარლისთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები სამარცხვინოა
„ვროპული საქართველო“ მოითხოვს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უახლოეს სესიაზე იყოს განხილული. როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მუხთარლის საქმე ქვეყნის იმიჯს დიდ ზიანს აყენებს: ამასთან, კაპანაძის თქმით, ბოლო დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუხთარლისთან დაკავშირებით, სამარცხვინო განცხადებები კეთდება. „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. მოვითხოვთ, რომ უახლოეს სესიაზე იყოს განხილული კომისიის შექმნის შესაძლებლობა, რადგან ეს თემა ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას.ყველა კარგად ხედავს ამას. კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებს სამწუხაროდ ის რეაქციები და ის კომენტარები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გვესმის. მგონია, რომ ეს არის სრულიად სამარცხვინო შეფასებები. ადამიანი ჯერ აქ მოიტაცეს და გადასცეს სხვა ქვეყანას და ახლა კიდევ მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები პირიქით ამ ადამიანს-აფგან მუხთარლის უტევენ და მოიხსენიებენ, როგორც მათ ეს გააკეთეს. ეს არის ძალიან სამარცხვინო . ამიტომ, ერთადერთი სწორი გამოსავალია, პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის და დადებს დამოუკიდებელ დასკვნას, არა პოლიტიზირებულს, არამედ რეალურად რა მხოდა და შემდეგ დააყენებს იმ ხალხის პასუხისმგებლობას, ვისაც ამაში მიუძღვოდა ბრალი“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ. კითხვას - კომისიაში პასუხები კონკრეტულად ვისგან გაინტერესებთ, მან ასე უპასუხა: „ეს არის საკითხი, რომელზეც პასუხები უნდა გასცეს უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საბოლოო ჯამში ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მთავრობის და მთავრობის მეთაურის“,-აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)