|
2018-02-12 17:02:31, 1837 ნახვა
სამართალი
გია ვოლსკიმ აფგან მუხთარლის განცხადებას არაადეკვატური უწოდა
"არაადეკვატური განცხადებაა, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, ფიქრობს, რომ სკანდალური განცხადებებით მეტ ყურადღებას მიიზიდავს”, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებას, რომლითაც ის თბილისიდან მისი გატაცების ხელშეწყობაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ადანაშაულებს. ვოლსკის თქმით, რეალურად რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მუხთარლის განცხადებები პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და გამიზნულად კეთდება: „თუმცა ყველაფერთან მიმართებაში გამოძიებას ჯერჯერობით პასუხები არ აქვს, მაგრამ შეკითხვები ბევრია. წლების განმავლობაში ის ცხოვრობდა საქართველოში, მოღვაწეობდა, არავინ ხელს არ უშლიდა.რეალობაც დადგინდება გამოძიების შემდეგ. ერთადერთი დოკუმენტი,რაც ვიცით, ეს არის სასამართლოს მიერ წაყენებული ბრალდება მის მიმართ. განცხადებეს, რომელსაც ის აკეთებს, არათუ რეალობასთან საფუძველი არ აქვს, გამიზნულად არის ჩამოყალიბებული სწორედ ყურადღების მისაქცევად”,-აღნიშნა ვოლსკიმ. ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ამ საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ვოლსკი ასე პასუხობს: „ ოპოზიციის სტილია, რომ ყველაფერზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას ისე, რომ თავად წარმართონ პროცესი.თუ რაიმე რეალური არგუმენტი არსებობს, ჩვენ სიამოვნებით მოვუსმენთ ნებისმიერს და ყველას, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური ორგანოს გადასაწყვეტი საკითხი. საგამოძიებო სტრუქტურებს უნდა ვთხოვოთ,რაც შეიძლება მალე მოფინონ ყველაფერს ნათელი”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)