17:04 - 24 May, 2026
|
2018-02-12 10:45:35, 2153 ნახვა
მსოფლიო
ინტერნეტში რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის კადრები გავრცელდა
კერძო სახლის სათვალთვალო კამერამ რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფა დააფიქსირა. ვიდეო Youtube-ზე გავრცელდა. ვიდეოში Ан-148-ის ტიპის ლაინერის ჩამოვარდნის და აფეთქების კადრებია ასახული. შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვთან მომხდარ ავიაკატასტროფას 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო ლაინერი ან-148 რადარებიდან დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე გაუჩინარდა. ადგილზე მაშველების ორი „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი გაემგზავრა. აღმოჩენილია თვითმფრინავის ნარჩენები. ადგილზე მისული მაშველების განცხადებით, თვითმფრინავის ნაწილები, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მონაკვეთზეა გაფანტული. ბორტზე 65 მგზავრი და ექვსი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. 12 თებერვალი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)