|
2018-02-11 18:48:38, 2259 ნახვა
მსოფლიო
მედიის ცნობით რუსეთში თვითმფრინავი ვერტმფრენთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სიახლოვეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა. "რია ნოვოსტის" ცნობით, ფოსტაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მათ ვერტმფრენები საერთოდ არ ჰყავთ. თვითმხილველების ცნობით, ჩამოვარდნამდე ვერტმფრენის ფრთის ქვეშ აფეთქება დაინახეს. შეგახსენებთ, რომ „სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო ლაინერი ან-148 რადარებიდან დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე გაუჩინარდა. ადგილზე მაშველების ორი „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი გაემგზავრა. აღმოჩენილია თვითმფრინავის ნარჩენები. ადგილზე მისული მაშველების განცხადებით, თვითმფრინავის ნაწილები, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მონაკვეთზეა გაფანტული. ბორტზე 65 მგზავრი და ექვსი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ყველა დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და საგანაგებო სამსახურების მაღალჩინოსნები. მიმდინარეობს გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)