|
2018-02-11 11:05:08, 4611 ნახვა
სამართალი
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
აფხაზეთის ომის ვეტერანის, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე "ექსპრესნიუსისთვის" ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინფორმაცია, რომ მკვლელს, სავარაუდოდ, მანქანა გაჩერებული ჰყავდა კორპუსის უკან მდებარე ტყე-პარკში, სადაც სისხლის კვალი მიდიოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სანდო წყაროს ცნობით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სისხლი იყო ძაღლის და არა ადამიანის, რომელიც გუგეშაშვილის ოჯახს თავს დაესხა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით, ადგილზე დასუფთავების მანქანის კვალი აღმოჩნდა. "ექსპრესნიუსის" წყაროს ინფორმაციით, მკვლელი დაჭრილი არც ყოფილა, ვინაიდან დოდო გუგეშაშვილს იარაღი არ გამოუყენებია. როგორც ირკვევა, მას სახლში ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა. ყოველშემთხვევაში, გამოძიებას ბინიდან არ ამოუღია არც ცეცხლსასროლი და არც ცივი იარაღი, რომელიც შესაძლოა, გუგეშაშვილს მკვლელის მიმართ გამოეყენებინა. უფრო კონკრეტულად, გუგეშაშვილის სახლიდან მხოლოდ 8 ვაზნა და 7 მასრაა ამოღებული. ამ ეტაპზე დგინდება, ერთი და იმავე იარაღიდან არის თუ არა ისინი ნასროლი. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მკვლელობის დროს, კორპუსს ელექტროენერგია გათიშული ჰქონდა, შესაბამისად, მკვლელი მე-11 სართულს ქვემოდან ლიფტით ვერ ისარგებლებდა (დოდო გუგეშაშვილმა შვილის მკვლელს მე-13 სართულიდან მე-11 სართულამდე ფეხით მისდია, შემდეგ კი სიარული ვეღარ შეძლო). წყაროს ინფორმაციით, მკვლელი გუგეშაშვილების სახლში არ შეჭრილა, ის მკვლელობამდე ნოდარ გუგეშაშვილს მშვიდად ესაუბრებოდა, რაც მასთან ნაცნობობაზე მიუთითებს. მკვლელობის სავარაუდო სცენარი ასეთია: კარზე აკაკუნებენ და მას აღებს ნოდარ გუგეშაშვილი. მკვლელი შედის სახლში. ნოდარ გუგეშაშვილი და ის მისაღებში მშვიდად საუბრობენ. ამ დროს დოდო გუგეშაშვილი იმყოფება საკუთარ საძინებელ ოთახში. მცირე ხნის საუბრის შემდეგ, ჩვენთვის უცნობი პიროვნება უმიზნებს იარაღს ნოდარ გუგეშაშვილს, რის გამოც ის შევარდება თავის საძინებელ ოთახში, სადაც შეყვება მკვლელი. სწორედ იქ კლავს მას, სავარაუდოდ, კეფასა და ზურგში საკონტროლო გასროლით. ხმაურზე ოთახში შედის დოდო გუგეშაშვილი, რომელსაც ასევე ესვრის გულ-მკერდის არეში და გარბის.დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი მკვლელს მისდევს მე-13 სართულიდან მე-11 სართულამდე, რის შემდეგაც სიარულის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, დამნაშავე ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის. არც გუგეშაშვილს დაუსახელებია ვინმე, როგორც ეს ვრცელდება. გამოძიება მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. გამომძიებლები ექიმებისგან ნებართვას ელოდებიან. შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)