10:31 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-10 15:13:22, 1016 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის მოქალაქე, თევზსაჭერი გემის კაპიტანი სელიმ კაია გაიტაცეს, - ამის შესახებ Sputnik-Abkhazia იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გატაცების ფაქტი ოჩამჩირეში, გუშინ საღამოს, 20:45 საათზე მოხდა.

„საღამოს, დაახლოებით 20:45 საათზე თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი კაფეში იმყოფებოდა. როდესაც მან წასვლა დააპირა, ერთ-ერთ ადგილობრივს პორტამდე მანქანით მიყვანა სთხოვა. რამდენიმე მეტრში ისინი ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გააჩერა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, თვითონ კი, მანქანაში ჩასხდნენ და გემის კაპიტანთან ერთად წავიდნენ“, - განაცხადა ოჩამჩირეს რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის "მოადგილემ", სლავიკ კუჩუბერიამ.

მისივე ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა. მანვე დასძინა, რომ დღეს დილით, ავტომობილი გალი-ოჩამჩირის ტრასაზე იპოვეს და სატრანსპორტ საშუალების საქარე მინაზე ტყვიის კვალი იყო.

"სისხლის კვალი არსად ფიქსირდება", - დასძინა მან. საქმეს ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო უწყება იძიებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics