|
2018-02-09 18:13:53, 2547 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი: პეტია ვის ეძებ? შენი ბებო მოძებნე - მე ყოველთვის თვალთახედვის არეში ვარ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, სპეცრაზმს მისი დაკავების შესახებ განკარგულება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისცა. როგორც სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ის სასტუმროში უცხოელ მეგობრებს ხვდებოდა, რა დროსაც სპეცრაზმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. "სასტუმროში ჩემს უცხოელ მეგობრებს ვხდებოდი. ამ დროს ჩვენთან შემოვიდნენ და გვითხრეს, რომ შეიარაღებული პირები მოვიდნენ ჩემს (მიშას) დასაკავებლად. ჩვენ ლიფტში შევედით და ავედით ზედა სართულზე. ამასობაში სასტუმროს დაცვამ სპეცრაზმს შესაბამისი საბუთები მოსთხოვა და აღმოჩნდა, რომ მათ სასამართლოს განჩინება არ ჰქონდათ. დღეს დანიშნულია რამდენიმე ფსევდო დაკითხვა. მგონია, რომ ამ დაკითხვების შემდეგ ჩემი უკრაინიდან დეპორტაცია სურდათ. პოროშენკო ქვეყანაში არ იმყოფება და მუდმივად ასე ხდება. როდესაც სადმე მიდის, განკარგულებას იძლება, რომ დამაკავონ. მას ჩემი თავიდან მომიშორება სურს. პეტია ვის ეძებ? შენი ბებო მოძებნე. მე ყოველთვის თვალთახედვის არეში ვარ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)