|
2018-02-09 17:53:49, 2395 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: რატომ მოვიდნენ აქ იარაღით ?! ვისი დახვრეტა სურდათ ?!
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების მცდელობის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც სააკაშვილმა სასტუმროსთან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია რატომ მივიდნენ სპეცრაზმის წარმომადგენლები. მისივე თქმით, სასტუმროს დაცვამ სპეცრაზმელები შენობაში არ შეუშვა. მანვე დასძინა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს მისი გატაცება უკვე მეორედ სურდათ. "ჩემი შეშინება შეუძლებელია, მითუმეტეს ვერ შემაშინებენ უდიპლომო ბარიგები. რატომ მოვიდნენ აქ იარაღით აღჭურვილები?! ვისი დახვრეტა სურდათ?! პოროშენკო არის დაკომპლექსებული ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია, რომ თავი არ დაიმციროს. მე თუ ასე მექცევიან, ადამიანს რომელსაც კამერები დაჰყვება, უბრალო ადამიანებს რას უზამენ. რა მასკი-შოუს დგამენ?! უკრაინა გენგრევათ თავზე, თქვენ კი, ძალადობას აქეზებთ. მას უნდა დამამციროს, თუმცა ეს არ გამოუვა, ის მხოლოდ საკუთარ თავს ამცირებს", - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)