17:04 - 24 May, 2026
|
2018-02-09 17:17:42, 2555 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უშიშროების სამსახური - სასტუმროში, სადაც სააკაშვილია, სპეცრაზმი არ გაგვიგზავნია
უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, სასტუმროში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმი არ გაუგზავნიათ, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება. როგორც უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ აღნიშნა, "ალფა" მხოლოდ უშიშროების სამსახურს არ ექვემდებარება. "ალფა" სასტუმროში ჩვენ არ გაგვიგზავნია. სპეცრაზმ „ალფას“ სხვადასხვა ორგანოების მითითებების შესრულება შეუძლია და ის მხოლოდ უშიშროების სამსახურს არ ექვემდებარება", - აცხადებენ უშიშროების სამსახური. ინფორმაციას სპეცრაზმთან დაკავშირებით ვერც უკრაინის პროკურატურაში ადასტურებენ. კერძოდ კი, უწყების წარრმომადგენლის ლარისა სარგანის განცხადებით, სასტუმროსთან სპეცრაზმის მობილიზებასთან დაკავშირებით მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)