|
2015-05-14 15:29:36, 576 ნახვა
სამართალი
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებისთვის ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში ყოფილი პატიმრებისთვის სოციალური უნარების განვითარების ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს. სემინარებს ცენტრის სოციალური მუშაკები უძღვებიან. ტრენინგის ფარგლებში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები შეისწავლიან დროის მართვას, ეფექტიან კომუნიკაციას, გაეცნობიან ქვეყანაში არსებულ სოციალურ სერვისებს, დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შეისწავლიან CV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენას, გაივლიან გასაუბრების იმიტაციას. ამ ეტაპზე ტრენინგში ჩართულია ათი ყოფილი პატიმარი. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას ახორციელებს“. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმრებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი სერვისები: ფსიქო-სოციალური მომსახურება, ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება, პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლება/ ტრეინინგები, ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრთან მუშაობა, იურიდიული დახმარება და სხვა. სოციალური უნარების განვითარების ტრენინგი ამ პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)