|
2018-02-08 17:24:43, 2091 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გარიგებული საკალათბურთო მატჩების საქმეზე დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას, კლუბის თანამფლობელის თემურ დათიკაშვილისა და მსაჯის, ზაზა მაჩალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ამასთან, მათ თავდებში სპორტის სფეროს წარმომადგენლები - ანატოლი ბოისა, ჯამლეტ ხუხაშვილი, ამბროსი ორმოცაძე და კახა შენგელია უდგებოდნენ. ამასთან, ადვოკატებმა სასამართლოს 5-5 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობითაც მიმართეს, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორმა აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე, ბრალდებულები მიიმალონ და დანაშაულებრივი საქმიანობა გააგრძელონ. ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე არსებითი განხილვა 22 თებერვალს დაიწყება. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი 22 დეკემბერს დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)