|
2018-02-08 14:42:17, 2000 ნახვა
სამართალი
ავსტრიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ავსტრიის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Krone.at იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი გასული წლის ივნისში, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით, 60 ათასი ევროს ღირებულების სამკაულები გაიტაცა. მედიის ცნობით, სასამართლო პროცესზე როდესაც მოსამართლე ძარცვის მოტივით დაინტერესდა, მოქალაქემ აღნიშნა, რომ მას საქართველოში ვალები ჰქონდა დასაფარი და ასევე ნარკოტიკული საშუალებების შეძენა სურდა. "ვაპირები ძვირფასეულობის გაყიდვას ვენაში. ნივთების შეძენას ნარკოტიკებით მოვაჭრე აპირებდა, სანაცვლოდ კი ფულს და მეტადონს მთავაზობდა", - დასძინა საქართველოს მოქალაქემ სასამართლო პროცესზე. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. გამოძიების დროს დადგინდა, რომ ორმა პირმა მსჯავდებულს ვენასა და გრაცში ტავშესაფარი მისცეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)