|
2018-02-08 14:12:46, 1796 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, საჯაროდ დამწვან, თუ ეს უკრაინას წაადგება
„თუ უკრაინა წარმატებას ვერ მიაღწევს ან სტაგნაციაში დარჩება, ვლადიმერ პუტინი ამ ქვეყანას გაანადგურებს“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გამოცემა Liberation-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ზოგიერთ რეგიონებში ადგილი აქვს ძლიერ სეპარატისტულ ტენდენციებს. მანვე დასძინა, რომ ეკონომიკური ზრდის გარეშე სამოქალაქო მშვიდობის შერყევისა და ქვეყნის ბალკანიზაციის რისკები რეალურია. "უკრაინას განწმენდა ესაჭიროება.ის დისფუნქციურ მდგომარეობაში იმყოფება. შვიდმა ოლიგარქმა მიისაკუთრა ქვეყნის მთელი სიმდიდრე. მიუხედავად ამისა მასობრივი რეპრესიების არ მჯერა და ადრე თუ გვიან ყველას ციხეში ჩავსვამ. უკრაინაში ეკონომიკური ზრდის გარეშე სამოქალაქო მშვიდობა საფრთხის ქვეშ დადგება. მთავრობა არაპოპულარულია. როდესაც პოროშენკოს შევუტიე, ხალხი გარეთ გამოვიდა მანიფესტაციებზე. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ჩემს პარტიას 6-7%-იანი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ შეგვიძლო პარლამენტში შევსულიყავით. ეს რეიტინგი არც თუ ისე ცუდია იმ პარტიისთვის, რომელიც 6 თვის წინ არც კი იყო პოლიტიკურ რუკაზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პოროშენკო საკმაოდ სუსტია. ის ცდილობს ყველაფერი გააკონტროლოს, თუმცა ჩემზე თავდასხმით მან მე ავანსცენაზე გამომიყვანა. მზად ვარ საჯაროდ დამწვან, თუ პოროშენკო უკრაინას წაადგება. მე არ შემიძლია საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა. მაგრამ, თუ მე დავეხმარები პოლიტიკურ სცენაზე ახალი ფიგურის გამოჩენას, ეს დიდი წარმატება იქნება. ჩემი საბოლოო მიზანი - წარმატებული უკრაინაა. თუ უკრაინა წარმატებას ვერ მიაღწევს ან სტაგნაციაში დარჩება, ვლადიმერ პუტინი ამ ქვეყანას გაანადგურებს. ანუ მთლიანად რეგიონი, მათ შორის საქართველო დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სივრციდან გაქრება. ჩემთვის ეს შანსია პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე ქვეყანა წარმატების ისტორიად ვაქციო. იქნება ეს ბრძოლა სასამართლოს გზით ან რაიმე სხვა გზით, მე ბოლომდე ვიბრძოლებ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)