|
2018-02-07 18:02:32, 1974 ნახვა
სამართალი
პროკურორი: გიორგი მამალაძე იტყუება, მის მიმართ მსგავსი შეთავაზება არ განხორციელებულა
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, პროკურატურაში მამა გიორგი მამალაძისთვის პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარება არავის უთხოვია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მამალაძის დაკითხვა ვიდეოჩანაწერზეა გადაღებული და ის ადვოკატებსაც აქვთ. პროკურორის მტკიცებით, გიორგი მამალაძე იტყუება: "მსგავსი საუბარი პროკურორებსა და გიორგი მამალაძეს შორის არ ყოფილა.მისი დაკითხვა გადაღებულია ვიდეოჩანაწერზე, რომელიც აქვს დაცვის მხარეს, ბრალდების მხარეს და სასამართლოსაც.მხარეებმა, სასამართლომ კარგად იციან, რომ მსგავსი არც მუქარა, არც შეთავაზება გიორგი მამალაძის მიმართ არ განხორციელებულა. სწორედ ასეთ ფაქტებზე ვამბობთ, რომ ის აცხადებს ტყუილს და ცდილობს, ყოველთვის თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად",-აღნიშნა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე საკუთარ საბოლოო სიტყვაში დეკანოზმა ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი ე.წ. დაკავება, რა შემოთავაზება მიიღო დაკავების დღეს და საერთოდ ვინ მოაწყო მის წინააღმდეგ საქმე. კერძოდ, რამიშვილის განმარტებით, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდნენ. ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. უცნობია, რა დრო დასჭირდებათ მათ განაჩენის გამოსაცხადებლად. აღნიშნულის თაობაზე ადვოკატებს წინასწარ ეცნობებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)