|
2018-02-07 16:50:23, 1707 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა, თუმცა უცნობია, როდის გამოცხადდება განაჩენი. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს მოსამართლის თანაშემწის მეშვეობით ეცნობება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს.რეპლიკების დროს მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.მოგვიანებით ის პროცესზე დაბრუნდა და სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა.ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ მეორე ინსტანციის სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის და დეკანოზს უდანაშაულოდ სცნობს. საპირისპიროს ელოდება პროკურატუა. პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, სასამართლომ მამა გიორგი მამსლაძე დამნაშავედ უნდა სცნოს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)