|
2018-02-07 16:09:25, 1658 ნახვა
სამართალი
ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებული - თბილისში დააკავეს. მოგვიანებით სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236 -ე მუხლით. თავდამსხმელებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)