23:10 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 15:28:41, 1476 ნახვა

კომენტარი
მეზობელი: სავარაუდოდ, მკვლელს ლურჯი ქურთუკი ეცვა და მოლურჯო გამჭვირვალე პარკით გარბოდა

სავარაუდოდ, მკვლელს ლურჯი ქურთუკი ეცვა და მოლურჯო გამჭვირვალე პარკით გარბოდა, - ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის მეზობელმა ქალბატონმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გასროლის ხმა არ გაუგია.

მისივე თქმით, გუგეშაშვილი მე-11 სართულზე თვითონ ჩავიდა და შველას ითხოვდა.

"ლურჯი ქურთუკი ეცვა, ხოლო ხელში მოლურჯო გამჭვირვალე პარკი ეჭირა. ერთი ადამიანი იყო. სროლის ხმა არ გამიგია. ერთადერთი ყვირილი მესმოდა: მიშველეთ, მომიკლეს შვილი. დოდო ფეხშველა ჩამოვიდა მე-13 სართულიდან მე-11-ზე. სულ სისხლიანი იყო. ამ მამაკაცმა კიბეებზე ჩამოირბინა და გაიქცა. შუა ხნის, საშუალო აღნაგობის მამაკაცი იყო", - განაცხადა მეზობელმა.

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics