|
2018-02-07 15:08:41, 1734 ნახვა
კომენტარი
ოთო კახიძე: ჩაცხრილვის, დაყაჩაღების, მკვლელობის შესახებ ცნობები უკვე ყოველდღიურობად იქცა
„ჩვენ თუ სერიოზულად არ მივუდექით კრიმინალის პრობლემას, უკვე ყოველდღიურობად იქცა ჩაცხრილვის, დაყაჩაღების, გაძარცვის, სროლის, მკვლელობის შესახებ ცნობები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთო კახიძემ პარალმენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. კახიძეს შეფასებით, სახელმწიფომ ქვეყნის კრიმინოგენური ვითარება დაამძიმა. ”მთავარი ფუნქცია სახელმწიფოსი არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რამდენიმე ძალიან უპასუხისმგებლო ნაბიჯით მნიშვნელოვნად დაამძიმა კრიმინოგენური ვითარება ჩვენს ქვეყანაში. ვგულისხმობ ზედმეტად გაუაზრებელ და ზედმეტად ფართო ამნისტიას, პოლიტპატიმრების სტატუსით ისეთი პირების გათავისუფლებას და გმირებად შერაცხვას, რომლებიც არ იმსახურებდნენ ამას თავიანთი წარსულიდან გამომდინარე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ გარიგებასთან და ფლირტთან, რომელიც ქურდულ სამყაროსთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან აღინიშნებოდა ამ წლების განმავლობაში. ჩვენ თუ სერიოზულად არ მივუდექით კრიმინალის პრობლემას, უკვე ყოველდღიურობად იქცა ჩაცხრილვის, დაყაჩაღების, გაძარცვის, სროლის, მკვლელობის შესახებ ცნობები. ეს ცნობები თუ ადრე იყო ეგზოტიკური იშვიათობა, ახლა უკვე ყური მიეჩვია და ეს არის ძალიან სახიფათო საკითხი”, - განაცხადა ოთო კახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ", „ადვოკატთა შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ", „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)