|
2018-02-07 14:16:47, 1817 ნახვა
სამართალი
მეზობლის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის შვილს თავის არეში სავარაუდოდ, 5 ტყვია აქვს მოხვედრილი
მეზობლის ინფორმაციით, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის შვილს თავის არეში სავარაუდოდ 5 ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც მეზობელმა აღნიშნა, თავდასხმის დროს კორპუსს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. მანვე დასძინა, რომ დაჭრილმა გუგეშაშვილმა მე-11 სართულამდე ჩასვლა მოახერხა, რის შემდეგაც წაიქცა. "ექიმები ამბობენ, რომ შვილს თავი აქვს ახდილი. სროლის შემდეგ როდესაც ავედით მე-13 სართულზე, სადაც დოდო ცხოვრობს, ვნახეთ დაცლილი ტყვიები, გილზები ეყარა. მაგ დროს მოხდა ისე, რომ ელექტროენერგია ჩვენ კორპუსს არ მიეწოდებოდა. ამასობაში წივილ-კივილიც ატყდა - ქალი ყვიროდა: მიშველეთ, მიშველეთ. თავიდან გვეგონა, რომ ვინმეს ბავშვი გაიჭედა ლიფტში, თუმცა ეს დოდო იყო. თავისი ფეხით ჩამოვიდა მე-11 სართულზე და იქ წაიქცა", - აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა. შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)