|
2018-02-06 18:55:49, 1783 ნახვა
სამართალი
„ჩემს საქციელს არ ვნანობ - ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ“ - ბექა წიქარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქტივისტი ბექა წიქარიშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც წიქარიშვილმა გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჩადენილ ქმედებას არ ნანობს. "14 დღე არაფერია იმასთან შედარებით რასაც გლდანში და სხვა ციხეებში იხდიან უდანაშაულო პატიმრები, ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდებული პირები, რაც მათ შორის გიორგი გიორგანაშვილს მიუსაჯეს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემს მიერ ჩადენილ საქციელს არ ვნანობ. ვფიქრობ, რომ სასამართლოს სისტემა იმ კანონებით, როგორც ის სჯის, იმსახურებს რეალურად მსგავს ქმედებებს. არ გავჩერდებით, ვთქვით რომ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა ბექა წიქარიშვილი. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი დააკავეს. მას შემდეგ, რაც სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბექა წიქარიშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს შენობის მინას აგური ესროლა და ჩაამსხვრია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)