|
2018-02-06 14:34:35, 1767 ნახვა
სამართალი
მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ნაწილობრივ დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სჭირდებათ გარკვეული დრო, რათა გაეცნონ სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილ პოზიციას, რასაც არ დაეთანხმა პროკურატურა. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის შუამდგომლობის გარდა, წარმოდგენილი იყო სასამართლოს მეგობრის პოზიციები და მასალების გაცნობას გარკვეული დრო სჭირდებოდა. შეგახსენებთ, გასული წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის პროკურატურა ბრალად შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)