09:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 17:13:08, 1770 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: 9 თვის მონაცემებით, ევროკავშირიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 441 მილიონი დოლარი შეადგინა

2017 წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2 პროცენტზე მეტით გაიზარდა და2,844 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა საქართველოს მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 27პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ქუმსიშვილი  საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მონაწილეობს.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 2017 წელს 13 პროცენტით გაიზარდა და ნომინალში 647 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინდუსტრიული პროდუქციის  ექსპორტი.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, ევროკავშირიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 441 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6 პროცენტით მეტია.

„აღნიშნული პოზიტიური შედეგები, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, კერძო სექტორის დამსახურებაა, მეორე მხრივ კი,თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, რომელიც ევროკავშირთან გაგვაჩნია და ასევე იმ ბიზნეს-კლიმატის, რომელიცჩვენს ქვეყანაში არის. რაც შეეხება რეფორმებს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, ჩვენსრულად ვასრულებთ ჩვენზე აღებულ ვალდებულებებს," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრიქუმსიშვილმა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics