23:09 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 15:14:01, 1754 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: სკოლებში სათვალთვალო კამერების დაყენების ერთადერთი მიზანი, სამართალდარღვევების დაფიქსირებაა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სკოლებში სათვალთვალო კამერების დაყენების ერთადერთი მიზანი, სამართალდარღვევის ფაქტების დაფიქსირება და შემდეგ მასზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების მოხდენაა.

როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებული  კანონპროექტი სკოლებში  საპოლიციო რეჟიმის დამყარებას მიზნად არ ისახავს:

„ პოლიციას სკოლაში შიგნით არაფერი ესაქმება. კამერების დამონტაჟება არ გულისხმობს იმას, რომ საპოლიციო სისტემა იქმნება, ერთადერთი მიზანი სათვალთვალო კამერებისა,  არის ის, რომ სამართალდარღვევების ეფექტიანი რეაგირებამოხდეს, ანუ სამართალდარღვევის ფაქტები დააფიქსიროს, რითაც ჩვენ შემდეგ მოგვეცემა საშუალება, რომ რეაგირება გაცილებით წრაფად და ეფექტიანად  მოვახდინოთ“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics