|
2018-02-05 14:15:47, 2106 ნახვა
სამართალი
ნათია მეზვრიშვილი: ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის და ინტელექტის შეურაცხყოფა
„ამ მესიჯით ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არ ვაპირებთ ჩადებას“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა უწყების მიერ კამპანია #არაჩადებას შეერთების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ამბობს - არა ჩადებას და პირველ რიგში ამ მესიჯით ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არ ვაპირებთ ჩადებას და მეორე, რომ ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის, ინტელექტის და კეთილსინდისიერების შეურაცხყოფა. ეს არ არის ის მეთოდები, რომლის გამოყენებასაც სამინისტრო აპირებს. ჩვენ ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმა, რომელიც არაერთხელ დაანონსა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებთ ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმას მხოლოდ და მხოლოდ წინ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. ცნობისთვის, შსს აქციას #არაჩადებას! შეუერთდა. უწყებამ პოზიცია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)