|
2018-02-05 10:16:58, 1842 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ სასამართლოს ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების თაობაზე მიმართა
მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების თაობაზე მიმართა. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, 17 საათზე, ჩაბუქის ადვოკატები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 26 იანვარს გამართული პროცესის შემდეგ, რა დროსაც სასამართლომ ჩაბუქსა და მის ოჯახს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა მედიასთან ექსტრადირების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ იუსტიციის მინისტრს დართოს ნება, ექსტრადიციის თაობაზე განკარგულების გამოცემის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნით, სარჩელს შეიტანენ. შეგახსენებთ, 2017 წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა მოხსენიებული თურქული მხარის მიერ, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)