22:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 10:02:23, 1805 ნახვა

სამართალი
ადვოკატი ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, #35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის შეფარდებას ადვოკატი დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს, თავად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და მიუთითა დანაშაულის იარაღზე. ამიტომ, ჭკადუა ფიქრობს, რომ მეორე ინსტანციის სასამართლომ არასრულწლოვანს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი უნდა შეიცვალოს.

შეგახსენებთ, 31 იანვარს ყაზბეგის გამზირზე, "წითელ ბაღში" #35-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 2000 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics