21:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-04 14:54:05, 2207 ნახვა

სამართალი
დედა: ჩემს შვილს აბრალებენ არასრულწლოვნების მკვლელობას მხოლოდ მოწმის ცრუ ჩვენების საფუძველზე, ეს ცილისწამებაა

ხორავას ქუჩაზე  მომხდარ არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის დედა ნინო ფერაძე აცხადებს, რომ გამოძიება ვიღაცას ხელს აფარებს. როგორც მან "ქრონიკისთვის"  მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, არსებობს ორი პირი, რომელიც ჩხუბის დროს დანას იყენებდა, თუმცა მათ გვარებს  საქმის საიდუმლოებიდან გამომდინარე, არ ასახელებს. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ყველამ თავისი წილი პასუხი უნდა აგოს:

"ჩემ შვილს აბრალებენ ორი არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობას მხოლოდ მოწმის ცრუ ჩვენების საფუძველზე. ეს მოწმემ ალბათ იმიტომ გააკეთა, რომ თავისი თავი დაეცვა. არ გვაქვს ექსპერტიზის პასუხები და ბავშვს ბრალი ორი ადამიანის მკვლელობაში ედება. ეს ცილისწამებაა პირდაპირ. ძალიან დათრგუნულები ვართ. მინდა, რომ ამ კონფილქტში მონაწილე ყველა პირმა შესაბამისი დანაშაულისთვის აგოს პასუხი, მათ შორის ჩემმა შვილმაც თუ ის დამნაშავეა", - ამბობს ნინო ფერაძე.

შეგახსენებთ,  პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს.

ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა.

მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.  გამოძიება ირწმუნება, რომ საქმეში მხოლოდ 2 დანა ფიგურირებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics