21:30 - 26 May, 2026
|
2018-02-02 19:31:09, 2091 ნახვა
სამართალი
სააკაშვილის ადვოკატებმა გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის სოფო გოგლიჩიძის განმარტებით, დაცვის მხარე არცერთ ბრალდებას არ ეთანხმება და გასაჩივრების მიზეზი სწორედ ეს გახდა. მისივე თქმით, სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, რადგან ის გასამართლდა იმ უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციით ჰქონდა მინიჭებული. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულების შეწყალებისთვის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ 5 იანვარს სცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)