|
2018-02-02 18:28:37, 3548 ნახვა
სამართალი
მთავრობამ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი დაამტკიცა
ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარადგინა. პროექტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა უწყებს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, შს მინისტრის და სამინისტროს ინიციატივაა, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს სასჯელი ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის და დანაშაულად გამოცხადდეს მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა. სისხლის სამართლის კოდექსში და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს: სასჯელის გამკაცრებას ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის; აფართოებს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს, კერძოდ, დანაშაულად ცხადდება: ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა - სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიმართავს დავის მოგვარების ან/და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით; ქურდული სამყაროს მხარდაჭერა - ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებას; ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა - თუ აქამდე არსებული კანონმდებლობით ამგვარი შეკრების ორგანიზებისთვის მხოლოდ კანონიერი ქურდები ან ქურდული სამყაროს წევრები ისჯებოდნენ, კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც, ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა/გადაწყვეტის მიზნით, მსგავს შეკრებას დააორგანიზებს ან მასში მონაწილეობას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, „კანონიერ ქურდობაზე“ თავისუფლების აღკვეთა არის 7-დან 10 წლამდე, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ იქნება 9-დან 15 წლამდე, „ქურდული სამყაროს“ წევრობაზე არის თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე, იქნება - 7-დან 10 წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)