|
2018-02-02 16:23:55, 1521 ნახვა
სამართალი
ლომჯარიამ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. განმცხადებელი, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) წარმოადგენს, მიუთითებდა, რომ მას სექსუალური ორიენტაციის გამო, კარაოკე ბარებში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა, თანასწორობის საკითხზე ევროკავშირის დირექტივების მიმოხილვის საფუძველზე, ყურადღება გაამახვილა მომსახურების ხელმისაწვდომობაზე,როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებაზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე, სახალხო დამცველმა წარმოადგინა საქონლისა და მომსახურების მიღებისას დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის ტესტი, ასევე განიხილა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საქონელსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობისას მნიშვნელოვანია, ადამიანის სექსუალურმა ორიენტაციამ არ გამოიწვიოს მიკერძოება, სერვისის მიმწოდებლებს არ ჰქონდეთ წინასწარ შექმნილი ჰომოფობიური განწყობა და სერვისით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილებები არ დააფუძნონ პირის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ლგბტ თემი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია, რომლის წევრებიც დისკრიმინაციას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)