|
2018-02-02 13:39:05, 1548 ნახვა
კომენტარი
გახარია: პოლიცია სკოლების ირგვლივ აქტიურ პატრულირებას ახორციელებს და ამას თავისი შედეგი აქვს
„შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის მეშვეობით ახორციელებს უფრო აქტიურ პატრულირებას სკოლების ირგვლივ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამას თავისი შედეგი აქვს“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, 5 თებერვალს გაიმართება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც შსს კონკრეტულ რეფორმებს წარადგენს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს იმ გეგმას, რაც დაპირდა წინა სამწუხარო შემთხვევის დროს. შემიძლია დაგპატიჟოთ 5 თებერვალს, შედგება უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის სხდომა, სადაც წარდგენილი იქნება კონკრეტული რეფორმები. დღეს რასაც აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის, რომ საპატრულო პოლიციის მეშვეობით ახორციელებს უფრო აქტიურ პატრულირებას სკოლების ირგვლივ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამას თავისი შედეგი აქვს, მიუხედავად იმ სამწუხარო შემთხვევებისა, რომელიც მაინც ხდება”, - განაცხადა შს მინისტრმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)